ქარიშხალი “ირმა” პუერტო-რიკოს უახლოვდება, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ ქარიშხალი პუერტო-რიკოს ოთხშაბათს დაატყდება თავს . სინოპტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ქარიშხალმა „ირმამ“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწიოს და ფლორიდას დაატყდეს თავს. თუმცა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია.
როგორც პუერტო-რიკოს გუბერნატორმა, რიკარდო როსელომ განაცხადა, საგანგებო ფონდისთვის 15 მილიონი დოლარი უკვე გამოიყო .
ქარიშხალ „ირმას“ სიმძლავრე მესამე კატეგორიას აღწევს.