LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც აანონსებ რევოლუციურ სცენარებს და არეულობებს ეს, ბუნებრივია გავლენას ახდენს ლარის კურსზე – ირაკლი კობახიძე

119
unnamed

“როდესაც შენ აანონსებ რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება 2-3 დღეში მიხვდება, რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის განხორციელების თავი არ აქვს და რამდენიმე დღეში კურსი დარეგულირდება.

“როდესაც შენ აანონსებ რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე დღის საქმე. 2-3 დღეში საზოგადოება მიხვდება, რომ მათ არავითარი თავი რევოლუციური სცენარის განხორციელების არ აქვთ, ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლარი დოლართან, 4,21 თეთრით, ევროსთან კი 4,56 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალიდან ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი იქნება: 1 დოლარი – 3.3409 ლარი; 1 ევრო – 3.9042 ლარი.

3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ლარი დოლართან 15 თეთრით გაუფასურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g