LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარებმა და ჰიბრიდებმა პოპულარობით დიზელს გადაუსწრეს

46
5fd3788040071d99890e4a8dd20994921cf0de30

ელექტრონული და ჰიბრიდული ძრავების მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ დიზელის ძრავიანი ავტომობილების პოპულარობასაც კი გადაასწრო.

ანალიტიკური სააგენტოს JAto Dynamics–ის ინფორმაციით, ევროპაში ელექტრონიკა დიზელზე უფრო მოთხოვნადი პირველად გახდა. ევროკავშირის ტერიტორიაზე სექტემბრის თვიდან დღემდე დარეგისტრირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი ელექტროქარი ან ჰიბრიდი იყო.

დიზელის ავტომობილების ბაზარი კი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა: საწვავზე მომუშავე მოდელებმა მხოლოდ 24,8% დააგროვეს. შედარებისთვის 10 წლის წინ დიზელის ავტომობილებს ევროპაში ბაზრის 50% ეკავათ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წილი კი 1%–ზე ნაკლები იყო.

ახალი ავტომობილების ბაზარი 27 ევროპულ ქვეყანაში სექტემბრის შემდეგ მხოლოდ 1,2%–ით გაიზარდა ანუ მთლიანობაში 1,3 მილიონი ახალი ეგზემპლარი დარეგისტრირდა. ელექტროქარებზე მოთხოვნა 156%–ით გაიზარდა, ჰიბრიდებმა კი ისტორიაში პირველად ერთი თვის განმავლობაში 300 000 ეგზემპლარიან ნიშნულს გადააჭარბეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g