ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე რჩევებს გასცემს მათთვის, ვინც დღეს აქციაზე წასვლას აპირებს. ექიმი აღნიშნავს, რომ აქციის თითოეული მონაწილე აგებს პასუხს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზე.
“მათ გასაგებად, ვინც აქციაზე მიდის:
✅გამოიყენეთ ნიღაბი(წესის დაცვით!!)
✅გამოიყენეთ საიზოლაციაო ფარი(მხოლოდ ფარის გამოყენება არ ანაცვლებს ნიღბის გამოყენებას!!)
✅დაიცავით დისტანცია!!!
✅ხელები ხშირად დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით!
გაითვალისწინეთ:
✅დღეს, პასუხს აგებთ არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე!!!
✅დღეს, გვაქვს სამედიცინო სისტემის კოლაფსი!
✅დღეს, თქვენ წყვეტთ, ხდებით თუ არა ერთერთი მონაწილე ვირუსის გადაცემათა გრძელ ჯაჭვში!!!
✅დღეს თქვენ წყვეტთ, გაზრდით თუ არა მოთხოვნას ჰოსპიტალურ სექტორზე!
✅და კი, ხმები არ უნდა მოგვპარონ! მაგრამ!!! ადამიანების სიცოცხლე უზენაესია და ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარს და სხვისას!”-წერს ანი ქავთარაძე სოციალიურ ქსელში.