LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბუდას კუნძულზე ქარიშხალმა “ირმამ” შენობების 95% გაანადგურა

44

მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „ირმა“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ბარბუდას დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად დანგრეულია სახლები, მწყრობიდან გამოყვანილია საკომუნიკაციო სისტემა.  ამის შესახებ ანტიგუა და ბარბუდას პრემიერმინისტრმა, გასტონ ბრაუნმა, განაცხადა.

ბარბუდას კუნძულზე ქარიშხალმა შენობების 95% გაანადგურა.

გასტონ ბრაუნის თქმით, შენობების ტოტალური დანგრევის გამო, მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შესძლებს კუნძულზე ცხოვრებას.

ყველაფრის აღდგენას წლები დასჭირდება, – განაცხადა ანტიგუა და ბარბუდას პრემიერმინისტრმა.

მან, ასევე, დაადასტურა, რომ ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები