LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 1130 ახალი შემთხვევაა: რა ხდება რეგიონებში

139
georgiacoronavirusitalyflight

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

“დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47 390-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 , აჭარაში – 4, იმერეთში – 6, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა,
აჭარაში – 653,
იმერეთში – 463,
ქვემო ქართლში – 90,
შიდა ქართლში – 105,
გურიაში – 67,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202,
კახეთში – 94,
მცხეთა-მთიანეთში – 93,
სამცხე-ჯავახეთში – 49,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

გამოვლინდა კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 713.
4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 361, აჭარაში – 732.
მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი – მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60. 3 066 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 – აჭარაში, ხოლო 1 053 – თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 765 პირი, მათ შორის, თბილისში – 557, აჭარაში-1 290.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 797 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 325 ადამიანი, აჭარაში – 15 021, იმერეთში – 4 246”, – განაცხად ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g