LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ვენეციის კინოფესტივალს პრემიერით ესტუმრნენ

612

7 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალზე ფილმის „პაბლოს სიყვარული“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც ბუნებრივია, მთავარი როლის შემსრულებლები, ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი დაესწრნენ.

ფილმის სიუჟეტი ნარკობარონ პაბლო ესკობარსა და ჟურნალისტ ვილჯინია ვინიეჰოს სასიყვარულო ურთიერთობას აღწერს.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალზე ბარდემი მეორე ფილმსაც წარადგენს. ეს იქნება დარენ არონოფსკის „დედა!“, სადაც პარტნიორობას მას ჯენიფერ ლოურენსი და მიშელ პფაიფერი უწევენ.

რაც შეეხება ხავიერისა და პენელოპეს ურთიერთობას, ის 2007 წელს დაიწყო. წყვილმა 2010 წელს ბაჰამის კუნძულებზე იქორწინა. მათ 6 წლის ვაჟიშვილი ლეონარდო და 4 წლის ქალიშვილი ლუნა ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g