LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილები, რომელთა გამოჩენასაც ფესტივალზე ყველაზე მეტად ელოდნენ

147

წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე ყველაზე დიდი მოლოდინი სამი ვარსკვლავური წყვილის მიმართ იყო. პირველად, წითელ ხალიჩაზე ოვაციებით ჯორჯ და ამალ კლუნებს შეხვდნენ, რომლებისთვისაც ტყუპების დაბადების შემდეგ ეს პირველი ოფიციალური გამოსვლა იყო.

მათ შემდეგ მთელი ყურადღება დარენ არონოფსკისა და ჯენიფერ ლოურენსზე გაკეთდა, რომლებიც რომანს დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. რაც შეეხებათ პენელოპა კრუსსა და ხავიერ ბარდემს, ესპანელი ვარსკვლავები არც ისე ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში, ამიტომ მათ ერთობლივ დაფიქსირებას მაყურებლები საკმაოდ დიდი ინტერესით ელოდნენ.

ფილმის „გიყვარდეთ პაბლო“ პრემიერაზე, ცნობილი ცოლ-ქმარი, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ, წითელ ხალიჩაზე დასამახსოვრებელი ვიზუალით გამოჩნდნენ: პენელოპეს „ვერსაჩეს“ თეთრი ბუმბულებით გაწყობილი კაბა ეცვა და როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ხავიერ ბარდემი კლასიკური პიჯაკითა და შარვლით  იყო წარმოდგენილი, წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად მიმავალი ის ბევრს ხუმრობდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი 2010 წელს დაქორწინდა. მათ ვაჟიშვილი და ქალიშვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g