LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემი მურს ქალიშვილმა 58 წლის იუბილე „პოლაროიდის“ ძველი ფოტოებით მიულოცა

352
demimrr

დემი მური 58 წლის გახდა. პირველი, ვინც მურს დაბადების დღე მიულოცა, ქალიშვილი 32 წლის რუმერ უილიამსი იყო. რუმერმა სოციალუირ ქსელში ძველი, „პოლაროიდით“ გადაღებული ფოტოები გააზიარა, რომელიც 1996 წლით თარიღდება. ამ პერიოდში დემი მური ფილმზე „სტრიპტიზი“ მუშაობდა. საცვლებში გამოწყობილი მური შეუდარებლად გამოიყურება, ფილმში რუმერი თავადაც მონაწილეობს და დემის შვილის როლს ასრულებს.

„დედა, დაბადების დღეს გილოცავ. შენ ყველაზე გიჟი და ყველაზე სასაცილო გოგო ხარ. მიყვარხარ და ერთი სული მაქვს, ეს დღე ერთად ვიზეიმოთ“, – დაწერა რუმერმა.

მალევე დემი მურს 58 წლის იუბილე სკაუტ და ტალულა უილიამსებმაც მიულოცეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g