LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისი კაბა ეცვა მაკა ასათიანის რძალს გრანდიოზულ ქორწილში (ფოტოები+ვიდეო)

3077

კახი ჟორდანია და ნანუკა კლდიაშვილი დაქორწინდნენ. მერაბ ჟორდანიასა და მაკა ასათიანის ვაჟი დიდი ხანია, ნანიკოზეა შეყვარებული. მათ გარკვეული პერიოდის წინ ნიშნობა ჰქონდათ, ახლა კი ხელი მოაწერეს და ჯვარი დაიწერეს.

ჯვრისწერა ქაშვეთის ეკლესიაში შედგა, ხოლო გრანდიოზული ქორწილი – „შატო მუხრანში“. ულამაზესი ყვავილებით მორთული სივრცე სადღესასწაულოდ გამოიყურებოდა. სტუმრებს კლასიკური მუსიკის ფონზე დახვდნენ. ახალგაზრდებს გაბედნიერებას მთელი თბილისი ულოცავდა, რომელთა შორის მათი მშობლების უამრავი მეგობარი და ნათესავი იყო.

მაკა ასათიანი, რასაკვირველია, ბრწყინავდა ბედნიერებისგან. ქორწილში მერაბ ჟორდანია დასა და დისშვილთან ერთად მივიდა.

კახი თეთრ პიჯაკსა და შავ შარვალში იყო გამოწყობილი და ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. რაც შეეხება ნანუკას – მას გულამოღებული საქორწილო კაბა და ძალიან ორიგინალური მოსაცმელი ეცვა. როგორც შევიტყვეთ, მისი კაბა დიზაინერ ჯაბა დიასამიძეს ეკუთვნის, რომელიც მაკა ასათიანის ოჯახის ახლობელი გახლავთ და ის ასევე იმყოფებოდა ქორწილში.

ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს და ულამაზეს წყვილს ბედნიერებას ვუსურვებთ!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g