LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც მიგიწვდებათ ხელი მსხვილ ბიზნესებთან, გთხოვთ დაუკავშირდეთ – ფსიქოტერაპევტ დავით ანდღულაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

404
70028209-1322163054609812-806685026732212224-n

ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს, რომელსაც 23 მაისს მანქანა დაეჯახა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. დავითი ამჯერად გერმანიის კლინიკაშია და იმისთვის, რომ მან მკურნალობა განაგრძოს გარკვეული თანხა სჭირდება.

“ჩემო ძვირფასებო, მიჭირს ყოველ ჯერზე რაიმეს დაწერა … არ ვიცი, ამდენი სათქმელი, დათოს ამ დონის გამძლეობა და გმირობა, მისი რთული მდგომარეობა როგორ ავხსნა. ამას ალბათ ვერასოდეს გაიგებს ადამიანი, თუ თავის თავზე არ გამოცდის, რასაც არავის ვუსურვებ. მე, რომელიც სულ მის გვერდით ვარ, იმის მეათედსაც ვერ ვხვდები, რისი გადალახვა უწევს დათოს ყოველდღიურად იმისთვის, რომ ასე მიზანდასახულად და იმედიანად მართოს საკუთარი ემოციები და თითქმის მთლიანად გამოცლილი ფიზიკური ძალები.

რა დავწერო… ნელ-ნელა მდგომარეობა და სასიცოცხლო მაჩვენებლები უმჯობესდება. ჯერ მართვით სუნთქვაზეა ისევ.

ის ფაქტი, რომ კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს დამოუკიდებლად თითქმის ვერაფერს, გარდა სუნთქვისა (ამასაც ჯერ კიდევ ვერ ახერხებს), წარმოუდგენლად ძნელი გადასატანია ფსიქოლოგიურადაც და ფინანსურადაც.

იმედს არ ვკარგავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვიცი, დათოსთან ერთად მიზანს მივაღწევთ. ამას დათოს წარმოუდგენელი შემართება და მისი ნაცნობი თუ უცნობი გულშემატკივრების ასევე წარმოუდგენელი მხარდაჭერა შეგვაძლებინებს.

ვფიქრობ, თქვენი ასეთი თანადგომის ფონზე, ვალდებულიც ვარ, ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მოგიყვეთ:

ამ ეტაპზე უკვე დახარჯული გვაქვს 126,000 ევრო.კიდევ გვჭირდება 112,000 ევრო, დათოს მდგომარეობის იმ დონეზე მისაყვანად, რომ რეანიმაცია არ დასჭირდეს:

1) 50,000 ევრო 6 ნოემბრიდან ერთი თვის რეანიმაცია რეაბილიტაციის თანხა (მესამე თვის გადასახადი)

2) 50,000 ევრო დეპოზიტზე უნდა დავუდოთ სხვა კლინიკას, რომ გართულებული “ნაწოლების” გამო კანის გადანერგვის ოპერაციისთვის მიიღონ და გადაიყვანონ ერთი კვირით. (ეს ძალიან სასწრაფოა, ინფექციის დიდი რისკის გამო)

3) 12,000 ევრო ელექტრო ეტლი (მხოლოდ მარჯვენა ხელის მტევნით რომ შეძლოს გადაადგილება). ეს ეტლი დეკემბრის დასაწყისში დასჭირდება.

მეგობრებო, განსაკუთრებულად გთხოვთ ყველას: ამ თანხის შეგროვება რომ რეალისტური იყოს, ერთადერთი გამოსავალია – ვისაც რა სანაცნობო ქსელით მიგიწვდებათ ხელი მსხვილ ბიზნესებთან, დაუკავშირდეთ. ცოტ-ცოტაც რომ გაიღონ, შევძლებთ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას! ახლა რაც გადაუდებელად შესაგროვებლია და დეკემბრის 9მდე მიგვაღწევინებს ამ კლინიკაში, არის 30,000 ევრო”- წერს დავით ანდღულაძის და, სოფიო ანდღულაძე.

➡️?საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000125920900
მიმღები: სოფიო ანდღულაძეBank of Georgia
SWIFT CODE: BAGAGE22GTS
Account #GE04BG0000000125920900
Receiver: Sopio Andghuladze➡️?თიბისი ბანკი
#GE67TB7019045069600001
მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძეTBC BANK
SWIFT CODE: TBCBGE22850
Account #GE67TB7019045069600001
Receiver: Konstantine Andghuladze➡️ paypal.me/SopioAndghuladze
[email protected]➡️ https://www.gofundme.com/f/please-help-injured-georgian-doc…? ჩარიცხვის შესაძლებლობა ევროპაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის
➡️ https://gf.me/u/y5hagp
და
➡️ https://www.whydonate.eu/fundraising/david-andguladze/enმაგთის და ბილაინის აბონენტებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:
0901701568
ზარის ღირებულება 1 ლარისაკონტაქტო ინფორმაცია:
555585853 კოტე (ძმა)
595775620 სოფო (და)დავით ანდღულაძე Kote Andghuladze Taisa Mamardashvili
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g