LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი“ – მიშელ პფაიფერი და დევიდ კელი ქორწინების 27-ე იუბილეს აღნიშნავენ

481
safe-image

61 წლის მიშელ პფაიფერი და მისი მეუღლე, 64 წლის დევიდ კელი ქორწინების 27-ე იუბილეს აღნიშნავენ. „ოსკარის“ სამგზის ნომინანტმა ამისთვის სოციალურ ქსელს მიმართა და ფოტოები გაავრცელა. „ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი 27 წლის მანძილზე. იუბილეს გილოცავ ჩემო საყვარელო“ – წერს ვარსკვალავი.

პირველ ფოტოზე წყვილი 1990 წელს, დაჯილდოების ცერემონიალზეა გადაღებული. მეორე ფოტოში კი სახლის გარემოა ასახული. მიშელმა ინსტაგრამის სთორიზე რესტორანში გადაღებული ფოტოც დადო, როგორც ჩანს, მეუღლეებმა იუბილე რესტორანში აღნიშნეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე წყვილმა ახალი სახლი შეიძინა, რომელიც მსახიობსა და ტელეპროდიუსერს 2 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

ფოტო: 61 წლის მიშელ პფაიფერი ბენდენით პირბადეების დეფიციტის დროს

მიშელ პფაიფერი და დევიდ კელი ფოტოგრაფებმა ახალი სახლის მახლობლად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები