LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიკ დემპსი „გრეის ანატომიაში“ კიდევ სამჯერ გამოჩნდება

351
page

რამდენიმე დღის წინ სერიალ „გრეის ანატომიის“ ახალ სეზონში პატრიკ დემპსი გამოჩნდა. ექიმი შეპარდი სერიალიდან ხუთი წლის წინ გაუჩინარდა, მისი პერსონაჟი დაიღუპა და ამას შემდეგ ის ახალი სეზონების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში, ისიც ძველი სერიალებიდან ამონარიდის სახით მოხვდა. წელს კი შოუს შემქმნელებმა ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთეს სამედიცინო დრამის მოყვარულებს და ლეგენდარული პერსონაჟი დააბრუნეს. სავარაუდოდ, ის ელენ პომპეოს გმირის, მერიდიტ გრეის სიზმრებში გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ახალი სეზონი მთლიანდ კრონავირუსის პანდემიას ეძღვნება.

დღეს კი შოუს ერთ-ერთმა კრეატორმა, კრისტა ვერნოფმა ინტერვიუში პატრიკ დემპსის დაბრუნებაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი დაბრუნება და ექიმ შეპარდს სერიალის ბოლო სეზონში კიდევ ვიხილავთ. როგორც ვერნოფი ამბობს, პატრიკ დემპსი „გრეის ანატომიაში“ კიდევ სამჯერ გამოჩნდება. აქვე შოუს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს სხვა ცნობილი გმირების დაბრუნებასაც, თუმცა ვისზე საუბრობს, არ აკონკრეტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები