კომპანიამ „დისნეი“ საშობაოდ ახალი სარეკლამო რგოლი გამოუშვა. ვიდეოში მთავარი აქცენტი ოჯახურ ღირებულებებზეა, სიუჟეტის ცენტრში კი ბებიისა და შვილიშვილის ემოციური ისტორიაა. კლიპის სახელწოდებაა From Our Family To Yours და კლიპში თხრობა 1940 წლიდან იწყება. გოგონას, რომლის სახელია ლოლა, მამა ,,მიკი მაუსის” ფუმფულა სათამოშოს ჩუქნის, რომელსაც წლების შემდეგ ლოლა თავის პატარა შვილიშვილს აჩუქებს. ამის შემდეგ ყოველი წელი ბებიისა და შვილიშვილის სახლში ,,მიკი მაუსის” გახსენების ტრადიციაა.
„დისნეი“ გაერთიანდა ფონდთან Make-A-Wish, რაც გულისხმობს იმას, რომ მიკი მაუსის გაყიდვებიდან შემოსავლების 25 პროცენტი საქველმოქმედო ორგანაზაციაში გადაირიცხება, რომელიც ბავშვებს ეხმარება.