LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული დანიშნულება დასახელდა

122
Untitled design

ეს წელი ტურისტული ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა, იმდენად რთული რომ წინასწარ ამის პროგნოზირება არავის შეეძლო.

მიუხედავად ამისა, გამოცემამ The Sun ტრადიცია არ დაარღვია და საუკეთესო ტურისტული დანიშნულება, საუკეთესო ავიაკომპანია თუ სხვა ნომინაციები – ტურისტთა გამოკითხვის შედეგად გამოავლინა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო და დაჯილდოების ცერემონია ონლაინ, სოციალური დისტანციის თუ ყველა სხვა წესის დაცვით გაიმართა.

საუკეთესო ქვეყანა – იტალია

პირველად Sun Awards–ის ისტორიაში, იტალიამ აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და ზაფხულის სეზონის საუკეთესო დანიშნულებად დასახელდა.

მეორე ადგილი – აშშ

მესამე ადგილი – საბერძნეთი

საუკეთესო კრუიზი – Royal Caribbean

გასულ წელს მეორე ადგილის აღების შემდეგ, ყველაზე ოჯახურმა კრუიზმა წელს პირველობა აღარ დათმო.

მეორე ადგილი – Princess Curises

მესამე ადგილი – P&O

Sun Travel–ის რედაქტორის ჯილდო

დაჯილდოების მთავარი რედაქტორის ლიზა მინოტის აზრით, პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიას იმხელა დარტყმა მიაყენა, რომ გამარჯვებულების გამოვლენა ძალიან რთული იყო.

„მიჭირს ერთეულების გამორჩევა, ამიტომ წელს ჩემი ჯილდო ყველას გადაეცემა. სამწუხაროდ, ბევრ კომპანიასთან დამშვიდობებაც მოგვიწია, რადგან კორონავირუსმა ბიზნესებს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა”

„მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ყველა ვინც პანდემიის მიუხედავად მუხლჩაუხრელად შრომობდა – ტურისტული სააგენტოები, ქოლ–ცნტრები თუ ყველა კომპანია, ვისაც მუშაობა არც ერთი წამით არ შეუჩერებია”

საუკეთესო ავიაკომპანია – „ემირატები“

ავიაკომპანიებისთვის განსაკუთრებულად რთული წელი აღმოჩნდა, მათ უმრავლესობას გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ – ,,ემირატები“ დასახელდა.

მეორე ადგილი – British Airways

მესამე ადგილი – Virgin Atlantic

 

 

 

mazda magti 5g