LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა მელიას ქურთუკმა გამახსენა და შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი კარადაში, “ბრენდული” ხომ არ შემომეპარა” – თაკო ჩარკვიანი

648
BeFunky-collage

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ბარბერის“ ძვირადღირებული ქურთუკი კვლავ განხილვის საკითხია.

ამჯერად, სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს უძღვნის თემას, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.

ჩარკვიანი სარკაზმით აღნიშნავს, რომ “ბრენდული სამოსი საქართველოში მხოლოდ ბიუჯეტის ქურდებს, კორუფციონერებს და რუსი ფეოდალის ივანიშვილის მომხრეებს უნდა და შეიძლება რომ ეცვათ”.

ფოტო: ნიკა მელია აქციაზე ,,ბარბერის” ძვირად ღირებული ქურთუკით გამოჩნდა

“ჩემო ანზორ ძვირფასო! ნიკა მელიას ქურთუკმა გამახსენა და შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი კარადაში, “ბრენდული” ხომ არ შემომეპარა, ( არა ,არ გვაქვს ოჯახს ბიუჯეტიდან ხელფასი და არც არასდროს გვქონია მაგრამ) რა იცი რას არ გაიგებს კაცი ბოლო დროს…..უცებ ჩემს მეუღლეს პიჯაკზე “ ბრენდის ნიშანი” მოვუსინჯე, ახლა ირმასთანაც დავრეკავ ავსტრიაში , სიცივეა ვენაში და ქურთუკს თუ იყიდის ემანდ , რაიმე კარგი ხარისხის არ იყიდოს , არ დაგვღუპოს ოჯახი , რადგან ბრენდული საქართველოში მხოლოდ ბიუჯეტის ქურდებს, კორუფციონერებს და რუსი ფეოდალის ივანიშვილის მომხრეებს უნდა და შეიძლება , რომ ეცვათ, ჰოდა რა ვიცი არ ვართ მომომხრეები, მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ გავაფრთხილებ შვილს! ანზორ მელიაც გაფრთხილდება , ამის შემდეგ ეცოდინება, რომ რადგან მთელი ცხოვრება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და ბიუჯეტშიც ფული იქით შეაქვს ,ოჯახში “ ბრენდული” “ კურტკა” თუ აღმოაჩნდა ვინმეს არამც და არამც არ ჩაიცვან , გადამალონ, აკი გითხარით მხოლოდ ბიძინას მომხრე კორუფციონერებს შეუძლიათ, ვისაც ბიუჯეტის ფული შესდით სახლში უშრომველად!!!!!!! ვაი ჩვენს პატრონს , მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო “ დაბრენდილო და დაბრედილო” საქართველოვ!!!!!”-წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ნიკა მელია, მარტო შენ კი არ გაქვს ეგეთი, აგერ ძმაო, მეც კი მაქვს – ინგა გრიგოლია

ნიკა მელია ძვირად ღირებული ქურთუკის ამბავს ეხმაურება: „შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები