LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები წერტილოვან რეჟიმში კიდევ უფრო გამკაცრდება

142
gabunia0101

“მსგავს შეზღუდვებზე, რომლებიც გაზაფხულზე იყო დაწესებული, საუბარი არ არის, რადგან ეს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს”, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ”ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

”ჯანმრთელობა უპირველესია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, წერტილოვან რეჟიმში კიდევ უფრო გამკაცრდება თუ არა, ეს განხილვის პროცესშია” – განაცხადა, გაბუნიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სადაც შესაძლებელია, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა უფრო მეტად რეკომენდებულია. განიხილება ასევე, შეზღუდვების ხანგრძლივობაც.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ხორციელდება.

21-22 ნოემბერს 22:00 საათიდან გადაადგილება არ შეიზღუდება

რაც შეეხება, 20 და 21 ნოემბერს, 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება.

 

ტრანსპორტიც ძველი გრაფიკით იმუშავებს: ორი დღით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g