ქალთა ორგანიზაციის, „Women For Tomorrow – ქალები მომავლისთვის“ წარმომადგენელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ფედერაცია აპირებს, ლანჩხუთელ ფეხბურთელ გოგონებს სპორტული აღჭურვილობა შეუძინოს:
” ჩვენი ფედერაცია ლანჩხუთელ გოგოებს ბუცებსაც უყიდის, სპორტულებსაც და ყველაფერს, რაც სჭირდებათ მეტი და მეტი გამარჯვებისთვის!!
წინ გოგოებო ბევრი გამარჯვებისკენ!“
„Women For Tomorrow – ქალები მომავლისთვის“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ბიზნეს-ლიდერ ქალთა საერთო ინტერესების გამოხატვასა და დაცვაზეა ორიენტირებული თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით.