LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს – „ემ ბი სი“ წერეთლის სპეცოპერაციაზე

98
BeFunky-collage (4)

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

მიკროსაფინანსოში არის 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირი: სირაძე

„გვინდა, გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება „ემ ბი სის“ უპირველესი ამოცანაა“, – ნათქვამია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განცხადებაში.

რა მოთხოვნა აქვს თავმდამსხმელს ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო მოქმედებები.

წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი შეიჭრა: რა ვითარებაა ადგილზე

magti 5g