პარიზში მამაკაცი სამხედროს, რომელიც ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ცივი იარაღით დაესხა თავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დილით მეტროსადგურ „შატლესთან“ მოხდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამხედროებმა თავდამსხმელი განაიარაღეს და დააკავეს.