20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 26.9% შეადგინა. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ცესკოს პრესსპიერის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იოსელიანის თქმით, არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
კეჭისყრაში მონაწილეობა 562 664-მა ამომრჩეველმა მიღო.
კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები – კობახიძე
საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.