ცესკო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს წინასწარი მონაცემები ასეთია:
- გლდანი – №5 – ნიკანორ მელია 3032 ხმა (10.64%), №41 – ლევან კობიაშვილი 28474 ხმა (89.36%)
- მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი – №2 – შალვა შავგულიძე 1727 ხმა (8.43%) და №41 – ბექა ოდიშარია 18769 ხმა (91.57%).
- ვაკე – №2 – ელენე ხოშტარია 1378 ხმა (6.28%) №41 – ნოდარ ტურძელაძე 20549 ხმა (93.72%).
- საბურთალო – №24 – ალექსანდრე ელისაშვილი 2770 ხმა (10.08%), №41 – დავით სერგეენკო 24697 ხმა (89.92%)
- დიდუბე, ჩუღურეთი -№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 3188 ხმა (10.05%), №41 – გიორგი ვოლსკი 28522 ხმა (89.95%)
- ნაძალადევი -№10 – შალვა ნათელაშვილი 2223 ხმა (8.6%), №41 – მიხეილ ყაველაშვილი 23629 ხმა (91.4%)
- ისანი – №5 – ხატია დეკანოიძე 1879 ხმა (7.85%), №41 – კახა კახიშვილი 22055 ხმა (92.15%)
- სამგორი- №5 – ლევან ხაბეიშვილი 3573 ხმა (11.32%), №41 – სოზარ სუბარი 27993 ხმა (88.68%).
რაც შეეხება რეგიონებს, შედეგები ასე გადანაწილდა:
- თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – №5 – გიორგი ბოტკოველი 5608 ხმა (11.17%), №41 – ირაკლი ქადაგიშვილი 44616 ხმა (88.83%)
- მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – №5 – ცეზარი ჩოჩელი 2076 ხმა (7.77%), №41 – შალვა კერესელიძე 25728 ხმა (92,53%)
- რუსთავი, გარდაბანი -№5 – დავით კირკიტაძე 4012 ხმა (10.31%), №41 – ნინო ლაცაბიძე 35297 ხმა (89.79%)
- ხაშური, ქარელი -№5 – ნატო ჩხეიძე 2763 ხმა (8.28%), №41 – ზაალ დუგლაძე 30602 ხმა (91.72%)
- ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 – კახა გეწაძე 3488 ხმა (8.06%), №41 – ბეჟან წაქაძე 39810 ხმა (91.94%).
- ქუთაისი -№5 – გრიგოლ ვაშაძე 2626 ხმა (8.08%), №41 – ზაზა ლომინაძე 29866 ხმა (91.92%)
- ზუგდიდი – №5 – მალხაზ ჯალაღონია 2064 ხმა (6.12%), №41 – ირაკლი ჩიქოვანი 31678 ხმა (93.88%)
- ბათუმი -№5 – ლევან ვარშალომიძე 4172ხმა (12.19%), №41 – რესან კონცელიძე 30057 ხმა (87.81%)
- ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – №5 – მიშა ბოლქვაძე 4293 ხმა (11.81%) ,№41 – ანზორ ბოლქვაძე 32062 ხმა (88.19%) .