აშშ–ში, ორეგონის შტატში Tesla Model 3–ის მძღოლი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა და ხეს დაეჯახა. შედეგად ელექტრომობილი, ისევე როგორც მისი ელემენტი მთლიანად დაიმტვრა.
დილან მილოტამ თავისი Tesla Model 3–ით 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო, რის შემდეგაც საჭის კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავარდა და ხეს დაეჯახა. დიდი სიჩქარის გამო ხემ სედანის შეჩერება ვერ შეძლო, ამიტომ ავტომობილი მეორე ხესაც შეასკდა, რასაც ბეტონის წინაღობა და რკინის ჯიხური მოყვა, ელექტროქარი რამდენჯერმე გადატრიალდა და ბოლოს გაჩერდა. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი დაჯახებიდან საბოლოო გაჩერებამდე Tesla–მ 100–მდე მეტრი გაიარა.

დამტვრეული ელექტროქარის ნახვის შემდეგ რთული დასაჯერებელია, რომ მძღოლი არამხოლოდ ცოცხალი გადარჩა, არამედ ინციდენტის ადგილი პოლიციის მისვლამდე დატოვა. ოფიცრებმა მილოტა ავარიის ადგილიდან სამი უბნის მოშორებით დაიჭირეს და მას მხოლოდ მცირე ნაკაწრები ქონდა.
მძღოლს ბრალს უახლოეს მომავალში წაუყენებენ და შესაძლოა მას პატიმრობაც მიუსაჯონ.



