LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი დაიწყო

101

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში  2017-2018 სააღმზრდელო წელი დაიწყო. ბაღებში დღეს აღსაზრდელებს იღებენ.

სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო – დედაქალაქს შეემატება ხუთი ახალი ბაღი, სადაც დამატებით 1500-ზე მეტი აღსაზრდელი საჯარო ბაღების მომსახურებას მიიღებს, ხოლო 325 ადამიანი დასაქმდება.

მერიის ცნობით, ზაფხულის არდადეგებზე 84 საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა – გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, განახლდა ავეჯი და სამზარეულო ინვენტარი, გარემონტდა სველი წერტილები, შეიცვალა გადახურვა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, წყალ-კანალიზაციის ქსელებს, მოეწყო სათამაშო და სპორტული მოედნები, დაემატა ჯგუფები, ხოლო 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოში განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია. ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ერთ საბავშვო ბაღს. შვიდ საბავშვო ბაღთან ცივი პლასტით მოიხატა ზებრა-გადასასვლელები.

ბაღები აღსაზრდელებს მხიარული სანახაოებებით დახვდათ. პატარები მხიარულმა ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა გაართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g