LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიმონი და ნიორი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კორონავირუსსზე ზემოქმედების არანაირი უნარი არ გააჩნიათ – ბიძინა კულუმბეგოვი

1021
bidzinakulumbegovi2024

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა.

გამოიყენება თუ არა პრეპარატი ნევოფლოქსაცინი კორონავირუსის სამკურნალოდ

“ერთი რამე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არც ერთი მედიკამენტი დღეს კაცობრიობას არ აქვს. პირდაპირი დამიზნების ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი , რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა, არის რემდესივირი, თუმცა ამასაც არ აქვს კარდინალურად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის უნარი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთოდ არ უწევს მას რეკომენდაციას. გარდა ამისა, არავითარი წამალი, რომელიც გამოიყენება ასეთ დროს და შეიძლება კურნავდეს ადამიანს, პრაქტიკულად არ არსებობს. რამოდენიმე წამალზე მომწერეს კიდეც სოციალურ ქსელში, იგივე რიფამპიცილინი, ეს გახლავთ ანტიბაქტერიული პრეპარატი, მათ შორის ნევოფლოქსაცინიც, რომელიც საკმაოდ ძლიერი და კარგი პრეპარატია სწორ ადგილას და სწორ პირობებში გამოყენების შემთხვევაში. თვითნებურად მისი მიღება დრამატულ შედეგებს გამოიღებს.

რაც შეეხება ხურმისა და ლიმონის მიღებას, კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით

საერთოდ, ასეთი ინფორმაციები კოვიდის გავრცელების დასაწყის ეტაპზეც ვრცელდებოდა. მაგალითად, საუბარი იყო ნიორის მოხმარების სიკეეთებზე , ბროწეულის წვენზე და ა.შ ეს პროდუქტები ძალიან სასარგებლოა. ლიმონი არის ციტრუსებს შორის ყველაზე მაღალი C ვიტამინის შემცველობის. ნიორი ანტიკური ხანიდან ცნობილია, რომ ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არც ერთ მათგანს კორონაზე ზემოქმედების არანაირი უნარი არ გააჩნია.

მოსახლეობას მათი გამოყენება შეუძლია ზოგადად, ორგანიზმისთვის, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში მას ზეგავლება არ გააჩნია.

რაც ვიცით, რომ ახდენს ზეგავლენას, ესაა – ხელის ჰიგიენა, პირბადის სწორი ტარება და სოციალური დისტანცია. ამის იქით თავდაცვის ღონისძიებები ადამიანს არ გააჩნია”- განაცხადა ბიძინა კულუმგებოვმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g