ტორონტოს კინოფესტივალის შემდეგ, ემა სთოუნმა ახალი ფილმი „სქესთა ბრძოლა“ ლოს-ანჯელესში წარადგინა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავს კომპანიონობას, ისევე, როგორც ფილმში, სტივ ქარელმა, სარა სილვერმანმა, ოსტინ სტოუელმა, ანდრეა რაიზბორომ და სხვებმა გაუწიეს.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და სთოუნი მასში ჩოგბურთელ ბილი ჯინ კინგის როლს ასრულებს, რომელმაც 1973 წელს ბობი რიგზთან ისტორიულ მატჩში მონაწილეობა მიიღო.
პრემიერაზე თავად ბილი ჯინ კინგიც იმყოფებოდა. ფილმის პრემიერას მსოფლიო ჩოგბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი მარია შარაპოვაც დაესწრო.