2020 წლის 13 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტში მძიმე ავარია მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, დიდი სასწაულით, 37 წლის სოფო იაშვილი გადარჩა და დღემდე გამოჯანმრთელებას ცდილობს. 27 დღე კომატოზურ მდგომარეობაში გაატარა. მას ამ საზარელი დღიდან არაფერი ახსოვს.
სოფოს თავის ტვინის მძიმე დაზიანება აქვს. მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოს დეკომპრესული ტრეპანაცია ჩაუტარდა. ამჟამად, მკურნალობას “ნიუ-ჰოსპიტალსში” აგრძელებს. თუმცა, საზღვარგარეთ რეაბილიტაციის კურსის გავლის გარეშე, ვერ შეძლებს დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.
თბილისში არსებულ კლინიკებში, მკურნალობის ხარჯები 50 000 ლარს გაცდა. თუმცა, ოჯახი და ახლობლები ჯერჯერობით ახერხებენ ხარჯების დაფარვას.
სოფოს მდგომარეობის გაუმჯობესება გერმანიაში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში, “მედიკალ პარკშია” შესაძლებელი, სადაც 5-6 თვიანი კურსი უნდა გაიაროს. პირველი ეტაპი ორთვიან კურსს მოიცავს, რომლის ღირებულება 57 920 ევროა.
დღემდე, სახელმწიფოსა და ხალხის მხარდაჭერით, მოხერხდა 20 000 ევროს მობილიზება. თუმცა ახლა, სასწრაფოდ და საჭიროა, დარჩენილი 37 920 ევროს შეგროვება, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს სოფოს წაყვანა და რეაბილიტაციის დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მისი მდგომარეობა გაუარესდეს.
სოფო მარტოხელა დედაა და 13 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ძალიან ენატრება და დედის გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ელის.
ბანკის რეკვიზიტები:
თბს – GE18TB7343045064300026
საქართველოს ბანკი – GE19BG000000098386953
მიმღები: მარინე მაჩიტაძე (სოფოს დედა)
დანიშნულებაში მიუთითეთ: ,,სოფოსთვის”