იყო თუ არა განხილვის საგნად ქცეული ქვეყანაში არჩევნების გადადება – დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილეს “ფორმულას” ეთერში ის პროგნოზი შეახსენეს, როდესაც მან თქვა, რომ დეკემბრის დასაწყისში შესაძლოა, ქვეყანას 4 000 შემთხვევა მიეღო.
საკითხზე კომენტირებისას იმნაძემ თქვა, რომ პოლიტიკურ ძალებში მყოფ ექსპერტებს მმართველი გუნდისთვის არჩევნების გადადება უნდა შეეთავაზებინა.
“ალაბთ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ზაფხულში უფრო არ მოვითხოვეთ ღონისძიების გამკაცრება. მაგრამ რატომღაც გვეგონა, რომ მოსახლეობა იყო გათვითცნობიერებული…
თქვენ უნდა გენახათ, მაშინ რეებს მწერდნენ, ფოტოგრაფები, რომლებმაც არ იცოდნენ, როგორ ეკვებათ ბავშვები. თქვენ ყოველდღიურად დადიხართ სამსახურში და ხელფასს იღებთ, ჩვენც ექიმები. ამიტომ ადვილი გადასაწყვეტი არ იყო.
ვერ გადავდებდი არჩევნებს. ამ პოლიტიკურ ძალებში რა, ჩემზე ნაკლები ექსპერტები არიან?ვერ უთხრეს მთავრობას, რომ არჩევნები გადავდოთო? მაგას უნდოდა ცვლილება კონსტიტუციაში…”, — განაცხადა იმნაძემ.