LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიულად ეგრეა, ხმას ვაძლევთ ჩვენს გაუსაძლის ყოფას – ნაჯა ორაშვილი

127
naja-orashvili-news-2020-04-22-08-46-54-235588-2020-07-24-07-08-02-927728

დღეს ცნობილი გახდა მთავრობის სოციალური დახმარების გეგმა, რის მიხედვითაც სოციალურად დაუცველები და შშმ პირები 6 თვის განმავლობაში 100 ლარს, ხოლო უმუშევრად დარჩენილები 200 ლარს მიიღებენ. ამასთან 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ თვითდასაქმებულებიც.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმაურება კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.

ორაშვილი წერს, რომ იმის ფონზე, როცა პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით ფინანსდებიან, სოციალურად დაუცველი პირებისთვის 100 ლარის, ხოლო უმუშევრად დარჩენილებისთვის 200 ლარის განსაზღვრა უსამართლობაა.

„საყოველთაო ჩაკეტვის ფონზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სოციალურად დაუცველი პირებისთვის 100 ლარი (25€), ხოლო უმუშევრად დარჩენილებისთვის 200 ლარი (50€) განისაზღვრა და ამის პრალელურად პოლიტიკური პარტიების რიგი დგას იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით დაფინანსდნენ.

ესენი ხალხის საჭიროებებსა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნაზე რომ ფიქრობდნენ, მინიმუმ კეთილი ნება მაინც იარსებებდა ეს თანხები სოციალურად ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობის შესამსუბუქებლად და საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის გადანაწილებულიყო.

მაგრამ ისტორიულად ეგრეა, ხმას ვაძლევთ ჩვენს გაუსაძლის ყოფას“, – წერს ნაჯა ორაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g