LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაეღუპა, აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

153
BeFunky-collage (4)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეექვსე კლასელ გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაეღუპა, ბინა გადასცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგონას ბინა ბათუმში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. მათივე ინფორმაციით, გოგონას ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გადაეცემა ფინანსური დახმარება.

მეწყერის შედეგად სოფელ ჯოჭოში თედორაძეების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა – თედორაძეების ოჯახის სამი წევრი და ორი სტუმარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g