ქარიშხალმა „მარიამ” პუერტო რიკო ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელსაც სახურავი დაეცა.
დაზარალებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ოფიციალური მონაცემები კვლავაც არ არსებობს.
ამ დროისთვის „მარია” მეოთხედან მესამე კატეგორიამდე შესუსტდა და დომინიკელთა რესპუბლიკისკენ მიემართება.
„მარია” „ირმას” შემდეგ მეორე ძლიერი ქარიშხალია, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში კარიბის ზღვის კუნძულებს გადაუარა.