“უმრავალესობამ განაცხადა, რომ კალაძე მზად იყო, ,,გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ნდობის ჯგუფში ესაუბრა, არადა პარლამენტში ნდობის ჯგუფი არ არსებობს,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ, განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, გამოძიონ, არის თუ არა ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფების პირადი ინტერესები “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულებაში.
“პარლამენტს ნდობის ჯგუფი არ დაუმტკიცებია იმის გამო, რომ ჩვენი კანდიდატურა, სალომე სამადაშვილი, ფაქტობრივად, იქნა დაბლოკილი და ვერ მოაბეს თავი ნდობის ჯგუფის შექმნას. ნდობის ჯგუფი იხილავს თავდაცვის საკითხებს და მისი უფლებამოსილება არ არის განიხილოს კომერციული კონტრაქტის საკითხები. ეს არის აბსოლიტურად სხვა ფორმატში განსახილველი. სწორედ ამიტომ მოვითხოვდით ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.