LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გადავწყვიტე, საახალწლოდ ვაჩვენო ჩემს ერთგულ და ტკბილ მსმენელს” – სალომე ბაკურაძე კლიპის პრემიერისთვის ემზადება

12
salomebakuradze20122

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალებიმომღერალი სალომე ბაკურაძე ესტუმრა, რომელმაც გაიხსენა შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები და ცოცხლად შეგვისრულა სიმღერა.

მოგვიყევი შემოქმედებითი ცხოვრების პირველ  ნაბიჯებზე..

დედა მუსიკოსია, ამიტომ, როდესაც სხვებს ამეცადინებდა პიანინოზე მეც ვსწავლობდი ბევრ რამეს. შემდეგ იყო ბავშვთა სტუდია კოტე და ირმა მალანიებთან, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში. უკვე დიდობაში ნუცას სკოლა, აქედან დაიწყო ტელევიზიასთან და ცნობილ ადამიანებთან პირველი შეხება. ამის შემდეგ მოვხვდი ალექსანდრე ბასილაიას  კვინტეტში, ნოდიკოს მეშვეობით, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი პერიოდი იყო. ამას მალევე მოჰყვა მუსიკალური გადაცემა „ჯეოსტარი“.  მსმენელისა და გულშემატკივრების გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ, ამიტომ პირველ რიგში მათ მადლობა ასეთი სიყვარულისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ პანდემიაა და გადაიდო ყველა დაგეგმილი პროექტი, სახლში მაინც თუ მღერი?

ძალიან მენატრება სიმღერა, კარანტინის პერიოდში მარტო მომიწია ყოფნა, გავიდოდი აივანზე და ვმღეროდი. ისეთი სიმღერებიც მოვსინჯე, რაც არასდროს მიმღერია. ისეთი ბედნიერი ვარ, როდესაც გადაღებისთვის მირეკავენ, რა თქმა უნდა პირბადით და ყველა რეკომენდაციის დაცვით. ტელევიზიები აკეთებენ საახალწლო გადაცემებს, რაშიც ჩვენც დიდი სიხარულით ვიღებთ მონაწილეობას.

სანტის თუ უყვარს სიმღერა?

ძალიან უყვარს და მოსწონს სიმღერა, ვფიქრობ, რომ აქვს ამის ნიჭი. მამშვიდებს ის, რომ კარგი მსენელი იქნება. სიმღერაში ძალიან დიდ შვებას და სიამოვნებას ვპოვებ, ამიტომ მინდა, რომ ყველას შეეძლოს რაღაც დოზით სიმღერა.

ალხა კი ვისაუბროთ სიმღერაზე „აღარ გიცდი“, რომელზეც კლიპი გადაიღე..

ეს სიმღერა არის გელა გნოლიძის, ტექსტი კი ეკუთვნის სოსო თოლორაიას. ვიდეორგოლი გადაიღო ნესტან სინჯიკაშვილმა, არის ბორი კოშხიანის ვერსია. კლიპის გადაღება მოვასწარით სექტემბერში. აქამდე ბევრმა რამემ შემიშალა ხელი, ჯერ მონტაჟს ვუცდიდი, შემდეგ პანდემია იყო და უადგილო იქნებოდა ჩემი კლიპის გამოშვება, ახლა კი გადავწყვიტე საახალწლოდ ვაჩვენო ჩემს ერთგულ და ტკბილ მსმენელს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სალომე ბაკურაძე – აღარ გიცდი. Live

 

სალომე ბაკურაძე – სადა ხარ. Live

 

სალომე ბაკურაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები