LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი, შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებს” – ნანა გეგეჭკორი ცერცვაძეს პასუხობს

3887
BeFunky-collage (1)

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ პალიტრანიუსის ეთერში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ცერცვაძემ მათ მოუწოდა, რომ მიხედონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მოღვაწეობენ, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ემოციური პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში.

ის წერს, რომ შეცდომების ანალიზის დრო აუცილებლად დადგება და “პრობლემებზე შუაგულ ომში არ საუბრობენ.”

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი… სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს. ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში… მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა…რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება…”- წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g