ვაშლიჯვარში ხანძარი გაჩნდა . როგორც ფორტუნას სამაშველო სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია , მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლის კერა გავრცელებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს.