LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით, წავალთ ჯაწვის წყვეტისკენ: გამყრელიძე გაფართოებულ ტესტირებაზე

115
127011043-1862452373892658-6828330818553709042-o

„ჩვენი მიზანია, რომ რამდენიმე დღეში, ყოველდღიური ტესტირება, დამყარებული პისიარ და ანტიგენტესტზე, თანდათან ავიდეს 20 000-მდე”, – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქვეყანაში ტესტირების გაფართოვებას უკავშირდება.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, დადგენილების მთავარი მიზანია, შედარებით სწრაფად გამოვლინდეს მოქალაქეებში ინფიცირებულები და მიეცეთ მათ შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე მოხდეს მათი თვითიზოლაცია ან სასტუმროებში გადაყვანა:

“ინფიცირებულების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა წინაპირობაა იმისი, რომ ძირითადად, გამოვლინდებიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები და მათთან ინფექცია ჩაივლის უფრო მსუბუქად.

ასევე ჩვენ შევამცირებთ ინეფქციის შემდგომი გავრცელების ალაბთობას და წავალთ თანდათანობით ჯაჭვის გაწყვეტისკენ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოუწოდა საზოგადოებას, ისარგებლონ ამ შეთავაზებით და ვისაც აქვს სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურის მატება, ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება და ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, მიმართონ სტაციონარულ დაწესებულებებს, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება.

“დღესდღეობით ანტიგენტესტის ჩატარების უფლება დაახლოებით 300-მდე დაწესებულებას აქვს. ყველა მუნციპალიტეტში, სულ მცირე, ერთი დაწესებულება მაინც არის, სადაც ამ ტიპის ტესტირების ჩატარება შესაძებელია და მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამ შეთავაზებით, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება”.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული სიახლე ამ ბრძანებულებაში არის ის, რომ გარდა ამბულატორიული გაფართოებული ტესტირებისა, ასევე ყველა სტაციონარულ დაწესებულებას ევალება, ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე:

„აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც ჰქონდათ ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო თუ არა ეს ცხელება გამოწვეული კორონავირუსით. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე”.

magti 5g