LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანჩქერები, წისქვილები, ღია მუზეუმი – ბათუმიდან 26 კილომეტრში ტურისტული ბილიკი მოეწყო

165
ddd

მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ბილიკი, კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა. კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.

სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წისქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით.

კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი. გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გარდა კაპნისთავის ტურისტული ბილიკისა, ორი ახალი ტურისტული მიმართულების მარკირება უზრუნველყო. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება მთიან აჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g