LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ” – შევა თუ არა ღვთისმსახურების წესში ცვლილებები

112
50091155-2214852502086734-8268506785824899072-n

მეუფე გროგოლის განცხადებთ, ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხზე იმსჯელებენ და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. ამის შესახებ მეუფემ საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.

,,თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა ამაზე ვიმსჯელებთ , თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით, თუ ნიღბებით დგანან, ასევე მრევლი. ამ ეტაპზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით… ჩვენ, რაც დადგენილია, ვცდილობთ, სწორედ ის ნორმები შევასრულოთ, უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცული იყოს ადამიანები მათ შორის სასულიერო პირები. შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამინმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს. ნუ, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად, ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც. ოღონდ საჭირო არის საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეებისა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუგე გროგილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირები ინფიცირებულები არიან.

„ზოგი სასულიერო პირი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია. სხვაგანაც, ევროპის ქვეყნებშიც, რა მდგომარეობაა და ამჯერად დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით. ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ და ილოცონ. ადამინს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g