LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Time–ის მიერ „წლის ბავშვად“ დასახელებული გიტანჯალი რაო გლობალური პრობლემების მოგვარებას გეგმავს

88
-115794894-hi064633890

ჟურნალმა Time „წლის ბავშვის“ პირველი წოდება თინეიჯერ მეცნიერს, გიტანჯალი რაოს მიანიჭა. 15 წლის კოლორადოელი გოგონა გასულ წელს ფორბსმა „30 Under 30” სიაშიც შეიყვანა.

გოგონამ საყოველთაო აღიარება პირველად მაშინ მოიპოვა, როდესაც წყალში ტყვიის კონცენტრაციის გასაზომი ხელსაწყო შექმნა. მოგვიანებით კი კიბერ–ბულინგის დასაძლევი აპლიკაციაც შეიმუშავა.

საპატიო ტიტულის მიღებისას მოზარდმა 5000 კანდიდატს აჯობა.

„მე თუ შემიძლია ამის გაკეთება, შენც შეგიძლია, ნებისმიერს შეუძლია“ – ასე შეაფასა „წლის ბავშვმა“ თავისი მთავარი მიღწევა.

გოგონამ Time–ს ინტერვიუც მისცა, სადაც დააზუსტა რომ ტიპიური მეცნიერი არ არის.

„როგორც წესი, რასაც ტელევიზიით ვხედავთ, არის მოხუცი, თეთრწვერა მეცნიერი“

„ჩემი მიზანი კი არის არამხოლოდ საჭირო მოწყობილობების შექმნა, არამედ სხვების ინსპირაციად ქცევა. საკუთარმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რთულია როცა შენს გარშემო შენი მსგავსი არავინაა“

მის რაო თვლის, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ჩვენი თაობა უამრავ ახალ პრობლემას გადააწყდა, თან ამავე დროს ძალიან ბევრი ძველი პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია.“

„მაგალითად, გლობალური პანდემიის ფონზე ადამიანთა უფლებების საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩემს თაობას არ შეუქმნია, თუმცა მოგვარება მოუწეს. იქნება ეს კლიმატის ცვლილება თუ კიბერბულინგი.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g