LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟიზელ ბუნდჰენი „სტელა მაკარტნის“ მწვანე კაბაში ბრწყინავდა (ფოტო)

92

მილანში, დელა სკალას მოედანზე ცერემონია The Green Carpet Fashion Awards გაიმართა. ეს იტალიური პრემია ეკოლოგიური ინციატივების მხარდასაჭერად წლების წინ დაარსდა და ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.

მწვანე ხალიჩაზე, რომელსაც ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე სიმბოლური დატვირთვა აქვს, მსოფლიო მოდისა და კინოს ვარსკვლავები გამოჩნდნენ.

ცერემონიის განსაკუთრებული და საპატიო სტუმარი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი იყო, რომელიც საღამოზე „სტელა მაკარტნის“ მწვანე ფერის მომდგარ კაბაში გამოცხადდა. როგორც ყოველთვის, მოდელი იდეალურ ფორმაშია.

მსახიობმა დაკოტა ჯონსონმა არჩევანი „გუჩის“ შავი ფერი კაბაზე გააკეთა. ნაომი ქემფბელმა „ვერსაჩეს“ ვერცხლისფერი კაბა შეარჩია, ხოლო ზოი სალდანამ კი უპირატესობა „არმანის“ იისფერ კაბას მიანიჭა.

თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება კოლინ ფერტის მეუღლემ, ლაურა ჯუჯოლიმ მიიქცია, რომელმაც საღამოსთვის „კაპუჩის“ ყვავილებიანი მკვეთრი ფერის კაბა შეარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები