წყალტუბოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის სალინკვიდაციო სამუშაოებში 2 ჯგუფი – 10 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.