LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული განათლების რეფორმისთვის საქართველოში $70 მლნ დაიხარჯება

85
13313

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას დაეხმარება, ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაყოფიერებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

„სექტორული განვითარების პროგრამა — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ –  საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი პროგრამაა და მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და მომზადების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„განათლება და უნარების განვითარება 21-ე საუკუნის ყველა წარმატებული ეკონომიკის საფუძველია. ADB-ის პროგრამა ხელს შეუწყობს უნარების განვითარებას და გააუმჯობესებს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოში, გაზრდის კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურის პოვნისა და შემოსავლების მატების შანსებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რბილი უნარები, მათ შორის კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა”, – განმარტა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის სოციალური სექტორის განყოფილების დირექტორმა რიე ჰირაოკამ.

კოვიდ-19-ით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის გათვალისწინებით, პროექტი შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომელთაც პანდემიებთან გამკლავებაში განსაკუთრებული როლი აქვთ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს, როგორიცაა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება. ის დააფინანსებს ელექტრონული სწავლების დაწყებას და გადაამზადებს ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებში დასაქმებულებს, რათა მათ ახალი უნარების შეძენასა და იმ სფეროებში დასაქმებაში დაეხმაროს, სადაც მზარდია მოთხოვნა.

„განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით, პროგრამა ასევე მოიცავს კონკრეტულ საშუალებებს პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გასაზრდელად ქალებისათვის, ასევე  ეთნიკური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი პოტენციალის რეალიზება, ADB-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში. აქ მაღალი ხარისხის მომზადება-გადამზადება მოხდება ეკონომიკის შვიდ პრიორიტეტულ დარგში: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g