LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ეფექტურია Covid ვაქცინა: დასრულდება თუ არა პანდემია

448
ვაქცინა01

ფარმაკოლოგიურმა კომპანია ”მოდერნამ” ინფორმაცია გაავრცელა, რომ კორონავირუსის ექსპერიმენტული კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია და სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას სთხოვა, ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების უფლება მიეცათ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ შედეგები პირველადია და ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ ჯერ არ არსებობს. თუ ”Moderna”-ს ვაქცინამ მწვანე შუქი მიიღო F.D.A.- სგან, პირველი ინექციები სავარაუდოდ, 21 დეკემბერს დაიწყება. კომპანია ამ წლის ბოლოსთვის 20 მილიონი დოზის მიღებას ელოდება.

კვლევაში, 30 000 მოხალისე მონაწილეობდა. მათი ძირითადი ნაწილი, რისკ-ჯგუფებისგან შედგებოდა და 65 წელს ზემოთ იყო. თეთრკანიანები მოხალისეთა 63%-ს შეადგენენ, 20% – ესპანეთიდან იყო, 10% შავკანიანი, ხოლო 4 % აზია-ამერიკელები არიან.

ნაწილს ვაქცინა ორჯერ გაუკეთეს, ნაწილს კი ორგანიზმში პლაცებო შეუყვანეს. ამის შემდეგ, მოხალისეებიდან კორონავირუსის სიმპტომები მხოლოდ 95 – ს გამოუვლინდა. 5 მათგანი იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ვაქცინა გაუკეთეს, ხოლო დანარჩენი 90  მათ, ვისაც პლაცებო.

რაც შეეხება ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის მიუხედავად მაინც დაინფიცირდნენ, ვირუსის მსუბუქი ფორმები ქონდათ გამოვლენილი. საბოლოოდ, კვლევისას დადგინდა, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც ვაქცინა ადამიანებს კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებისგან იცავს.

ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოსტატიკოსი, ნატალი დინი აღნიშნავს, რომ ”Moderna”- ს ვაქცინა იცავს დაავადებას ყველაზე ცუდი შედეგებისგან, აუმჯობესებს მდგომარეობას.

შეერთებული შტატების მთავრობამ Moderna ვაქცინის შემუშავებისა და ტესტირებისთვის 1 მილიარდი დოლარი  გამოყო. ეფექტურობის შემთხვევაში, ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის გაზაფხულზე გახდება და თუ მოლოდინები გამართლდება და მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციას ჩაიტარებს, პანდემიის მიმდინარეობა მკვეთრად შემცირდება. შესაბამისა, მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

Pfizer – ის და Moderna – ს კვლევები კვლავ გაგრძელდება, რათა უფრო მეტი მონაცემი შეგროვდეს. ამასთან, ორივე კომპანია სწრაფი ლიცენზირებისთვის თავის ვაქცინებს აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) რამდენიმე კვირაში წარუდგენს. ლიცენზიის მინიჭების შემდეგ კი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს იმასთან დაკავშირებით, თუ პირველად ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით და თანმიმდევრულად განვითარდება, შესაძლოა, ვაქცინების განაწილების პროცესი წლის ბოლოს დაიწყოს.

კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ – ტრამპმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g