LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილის სამ შტატში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ მოქალაქეებთან კონსულტაცია იმართება

45

ბრაზილიის სამი შტატი 7 ოქტომბერს მოქალაქეებთან დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ კონსულტაციას გამართავს.

ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ მოძრაობა „თავისუფალი სამხრეთის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სელსო დეუშერმა, განუცხადა.

ჩვენ რესურსებს ვკარგავთ და ყოველთვის გადასახადების ცუდი გადანაწილების მსხვერპლი ვხდებითმუდმივი საბიუჯეტო დისკრინიმაცია ბრაზილიის სამხრეთს განვითარების საშუალებას არ აძლევს, ეს კი ბრაზილიის შემადგენლობაში უკეთეს მომავალზე ყველანაირ იმედებს გვიფანტავს, – განაცხადა დეუშერმა.

საუბარია ბრაზილიის სამ შტატზე – სანტა-კატარინაზე, პარანაზე და რიუ-გრანდი-დუ-სულზე, სადაც 29 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ამ შტატებში ბრაზილიის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი შემოსავლები ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები