LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 16.4 მლრდ დოლარი შეადგინა

65

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 16.4 მლრდ აშშ დოლარი (39.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 113.1 პროცენტია; 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 617.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 385.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 208.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 4.6 და 18.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.0 მლრდ აშშ დოლარი (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.0 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 244.6 მლნ აშშ დოლარი (588.8 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 835.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი) და 885.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი).

”საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.4 მლრდ აშშ დოლარი (8.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.6 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.9 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 68.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.0 მლრდ აშშ დოლარია (9.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.4 პროცენტია.

2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 46.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო –  5.4 მლნ აშშ დოლარით. 2017 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 244.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები