LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ პარტიაში ვაშაძის განსხვავებული პოზიციების შესახებ ცნობილი იყო, მაგრამ მისი წასვლა მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

71
BeFunky-collage (18)

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ რადიო ფორტუნას გადაცემაში „დღის თემა“ ენმ-ს თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიის დატოვების შესახებ ისაუბრა.

დავით კირკიტაძე აღნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი განსხვავებული პოზიციები, თუმცა პარტიაში არ ელოდნენ, რომ ის ენმ-ს დატოვებდა.

შეიძლება თუ არა იყოს ოდიოზური ფიგურა ვაშაძისთვის მერაბიშვილი – დავით კირკიტაძის შეფასება

„ძალიან ცუდი სიახლე იყო ჩვენთვის, ნამდვილად არ ველოდით, რომ ასეთი ტიპის განცხადება ექნებოდა ბატონ გრიგოლს და ამ დროს, თუმცა იმის შესახებ, რომ ბატონ გრიგოლს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება პარტიის სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ეს მას არ დაუმალავს და არაერთხელ აღუნიშნავს პარტიის შიგნით.

უბრალოდ ხშირად არც ჩემი, არც სხვისი პოზიცია არ დამთხვევია უმრავლესობის პოზიციას, მაგრამ ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ პარტია დავტოვოთ, ჩვენ ასე ვფიქრობდით.

რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტი იყო პირადად ჩემთვის და ჩვენი ყველა მეგობრისთვის ბატონი გრიგოლის ეს განცხადება იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად გვქონდა გათავისებული და ვაფასებდით ბატონი გრიგოლის ღვაწლს და წვლილს იმაში, რომ 2016 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა ფეხზე წამოდგა, მყარად დადგა და ამაში დიდი იყო ბატონი გრიგოლის წვლილი, თუმცა მისმა განცხადებამ დღეს ყველა შოკში ჩაგვაგდო“.

დავით კირკიტაძე “ფორტუნასთან” საუბარში ასევე განმარტავს, მიმდინარეობს თუ არა პარტიაში შიდა დაპირისპირებები.

ეს იყო ვაჟკაცობა, თაგვივით გაიქცა, იმედია, ქალი არ შეცვლის - ექსპერტები ვაშაძის წასვლას აფასებენ

ოთხი წელია პარტიის თავმჯდომარეა და ხუთი წუთიც არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი

„განხეთქილებას ვერ ვიტყვი, თუმცა დღევანდელი ფაქტი არ არის სასიამოვნო, ჩანს რომ არის გარკვეული დაპირისპირება, თუმცა ეს ყოველთვის იყო ნაციონალურ მოძრაობაში, აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებული ხედვები, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით გაერთიანებას.”

მისივე თქმით, პარტიაში ყრილობა გაიმართება, რის შემდეგაც აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს.

კირკიტაძის შეფასებით, არჩვენების შედეგებიდან გამომდინარე პარტიის სტრატეგია და გეგმები გადასახედია.

“დღეს ვერავინ ვერ გეტყვით ვინ არიან კანდიდატები, რადგან ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია, ვაშაძის გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, რა თქმა უნდა, გამოიკვეთებიან კანდიდატები და ყრილობაზე გადაწყდება. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს როდის იქნება და ვინ იქნება, მთავარია ფაქტი. ფაქტი კი არის ის, რომ გრიგოლ ვაშაძის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად უნდა დაგვაფიქროს ბევრ რამეზე, პირველ რიგში პარტიის შეგნით.”-აცხადებს დავით კირკიტაძე “ფორტუნასთან” საუბრისას და აღნიშნავს, რომ პარტია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ემზადება.

ვინ ჩაენაცვლება ვაშაძეს?

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები