LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: სიღარიბე 100%-ით არ დაგვიძლევია, მაგრამ დიდი პროგრესი გვაქვს

89
davitashvili-levan

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა და გამოწვევებისა, 2020 წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული სოფლის მეურნეობაში. როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს სოფლის მეურნეობის, სატყეო, თევზის სექტორის გამოშვების, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„რა თქმა უნდა, ეს არაა 100%-ით ინკლუზიური. ყველა მოქალაქეს ეს არ შეეხო, სიღარიბე 100%-ით არ დაგვიძლევია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და თუ ამ თანმიმდევრულ პოლიტიკას გავაგრძელებთ, მერწმუნეთ, რამდენიმე წელში, როგორც თვითუზრუნველყოფას, ისე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მიღწევას მოვახერხებთ“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g