თბილისის მერიის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
დაკავება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიასა და შავი ფერის ”ჯიპში” მჯდომ პირებს შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა.
მელიას თქმით, აღნიშნული პირები არიან სუს-ის თანამშრომლები და სწორედ ამ მანქანიდან გაცემულ ბრძანებებს ასრულებენ სამართალდამცველები.
ამ წუთებში შარტავას ქუჩა სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. ტროტუარზე საპატრულო პოლიციას ჯაჭვი აქვს გაკეთებული და აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე არ უშვებენ.