“ბრავო რეკორდსში” ამჟამად ჩაწერა მიმდინარეობს. გიორგი სუხიტაშვილი სიმღერის “გაუმარჯოს პავლესა” ახალ ვერსიას შემოგვთავაზებს. ახლახან მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მას აკომპანირებას ნინო გულიაშვილი უწევს, თავად კი ზემოხსენებულ კომპოზიციას ახალი ვერსიით ასრულებს. ვიდეოს ავტორია ცნობილი რეჟისორი,, დავით გერსამია.