ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა შუა ხნის ქალის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალი 66 წლისაა, რომელიც გავრცელებული ცნობით, 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.
შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.